ინდოეთში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში ხანძარი გაჩნდა, შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაზარალებულთა უმრავლესობა ქალბატონები იყვნენ, რომლებიც დაბადების დღეს რესტორანში აღნიშნავდნენ.
შენობა, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, შედგება სხვადასხვა კომერციული ფართებისგან, რესტორნისა და სასტუმროსაგან.
სამართალდამცველების განცხადებით, მეხანძრეებმა 35 ადამიანი გადაარჩინეს და მცირე დაზიანებების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები