ეკატერინბურგში აფეთქება მოხდა

რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში, სადოვოის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ -„ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, ადამიანები ყვირიან, ბინის ფანჯრებიდან ბოლი გამოდის“.
ერთ-ერთი თვითმხილველის განმარტებით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა და მოხდა მისი აალება. ამ დროისთვის 50-მდე ადამიანი ევაკუირებულია, მათ შორის 8 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები