„არ იმოქმედოთ ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ…“ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანი და „ჰამასი“ გააფრთხილა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანსა და პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასს“ მოუწოდა, რომ „არ იმოქმედოთ ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ძლიერი საჰაერო ძალები გვყავს, რომელიც მიზნად ისახავს გაანადგუროს ყველა სამიზნე“.
ისრაელში 46-მა ოფიცერმა 4-წლიანი საპილოტო კურსი დაამთავრა, დაჯილდოვების ცერემონიალს კი ისრელის თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და სამმართველოს უფროსი ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ დაჯილდოვების ცერემონიალზე განაცხადა, რომ „ჩვენ ვართ კუნძულ შტორმში და ჩვენ ვმოქმედებთ პოლიტიკით, რომელიც უსაფრთხოების დაცვაში დაგვეხმარება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები