ვლადიმერ პუტინმა რუს სამართალდამცველებს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს დაავალა ტერორისტების დაკავების დროს, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, „ბანდიტების ადგილზე ლიკვიდაცია მოახდინონ“.
პუტინმა ეს განცხადება სირიიდან დაბრუნებულ ოფიცრებთან შეხვედრაზე გააკეთა. მან იმ აფეთქებას, რომელიც გუშინ სანქტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში მოხდა, ტერაქტი უწოდა.
„სხვათა შორის, გუშინ უსაფრთხოების ფედერალურ ბიუროს დირექტორს მივეცი დავალება, ამ ბანდიტებთან მუშაობისას, მათი დაკავებისას იმოქმედონ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, იმოქმედონ გადამწყვეტად, ტყვედ არავინ აიყვანონ.“- განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები