ისლანდიაში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა (ვიდეო)

ისლანდიაში ჩინელი ტურისტებით სავსე ავტობუსი მცირე ზომის მანქანას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და გადატრიალდა. შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 12-მდე კი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ 46 ტურისტი იმყოფებოდა.
დაჭრილები და დაშავებულები, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა, თვითმფრინავით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები