თეთრი სახლის ეზოში მდებარე 200-წლოვანი მაგნოლია სამომავლოდ მოიჭრება

მელანია ტრამპის გადაწყვეტილებით, თეთრი სახლის ეზოში მდებარე 200-წლოვანი მაგნოლია, სამომავლოდ მოიჭრება.
ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ხე საკმაოდ დაზიანებულია და მისი მოჭრა აუცილებელია.
თეთრი სახლის სპიკერის სტეფანი გრიჰემის განცხადებით, მელანია ტრამპმა მოითხოვა, რომ მაგნოლიას ნერგები შენარჩუნდეს და მოჭრილი ხის ადგილზე დაირგოს.
მაგნოლიას ისტორია ენდრიუ ჯექსონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მან თეთრი სახლის ეზოში, გარდაცვლილი მეუღლის პატივსაცემად, მაგნოლიის ხე დარგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები