ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმისას ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა “შიას კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციზე” თავდასხმა განახორციელა, შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაიჭრა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას, კიდევ 2 აფეთქება მოჰყვა, თუმცა ამ დროისთვის პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე ტაბაიანის კულტურული ცენტრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები