ალკოჰოლური სასმელის დეგუსტაციამ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

დომინიკის რესპუბლიკაში, მოწამლული ყალბი „რომის“ დეგუსტაციისას, 12 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
ალკოჰოლური სასმელი“რომი“ ჰაიტიდან, დომინიკის რესპუბლიკაში ჩაიტანეს, სადაც მისი დეგუსტაცია მიმდინარეობდა, ყალბი „რომი“ მომწამვლელი აღმოჩნდა, შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა.
დომინიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ უცნობი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დალევისგან.
მოწამლული ადამიანების გამო, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საფრთხე იყო გამოცხადებული.
სამართალდამცველების მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია, ჰაიტში არსებული ყალბი ალკოჰოლური სასმელების სამალავის პოვნას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები