ბერძენმა ანარქისტების ჯგუფმა, ათენში ისრაელის საელჩოზე იერიში მიიტანეს

ანარქისტთა ჯგუფის წევრებმა ათენში, ისრაელის საელჩოზე იერიში, წითელი საღებავებითა და ბოთლებით განახორციელეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდოკადრები, სადაც ერთ-ერთი ანარქისტის მიერ, ისრაელის საელჩოს მიმართულებით, ბოთლის სროლის ფაქტია ასახული.
„ჩვენ ვემხრობით პალესტინელებს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ზეწოლის მსხვერპლნი არიან“, _ განაცხადა ანარქისტულმა დაჯგუფება „Rubicon”-ის ერთ-ერთმა წევრმა და აღნიშნა, რომ „სინამდვილეში პალესტიენელებს აიძულებენ, დატოვონ საკუთარი მიწა“.
„Rubicon”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „პალესტინელების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ბუნება, არის იმ მიწის გადარჩენის საკითხი, რომელზეც პალესტინელები დაიბადნენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები