რუსეთი აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მომზადებაში ადანაშაულებს

რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მომზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აშშ-ს სირიის დესტაბილიზაცია სურს.
რუსეთის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის ბაზა უკანონოა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორია „შავი ხვრელია“, სადაც სამხედროები შეუფერხებლად მუშაობენ.
რუსმა გენერალმა ვალერი გერასიმოვმა გაზეთ „Komsomolskaya Pravda“ -თან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ „ისლამური სახელმწიოფს“ ყოფლი სამხედროებს წვრთნის, რომლებიც „ახალი სირიული არმიის“ ან სხვა სახელით სარგებლობენ.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში თითქმის ყველა დაკავებული ტერიტორია დაკარგა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „RIA” ავრცელებს.
აშშ-ში რუსეთის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ ვაშინგტონი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება და მათ უსაფრთხო თავშესაფრებს არ უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები