აზერბაიჯანში სამი ალპინისტი დაიკარგა

აზერბაიჯანელმა მაშველებმა იმ სამი ალპინისტის ძებნის სამუშაოები დაიწყეს, რომლებიც 23 დეკემბერს ლაშქრობაში წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ. გუბინსკის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან, ექსტრემალური სპორტის კლუბის წევრები, სამთო-სათხილამურო კურორტ ტუფანდაგისკენ დაიძრნენ და ამის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.
აზერბაიჯანის სამაშველო სამსახურის ცნობით, ალპინისტების პოვნის მიზნით, სამუშაოებში ავიაციაც არის ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები