თურქი და ყატარელი სამხედროები ერთობლივ წვრთნებს განახორციელებენ

თურქეთსა და ყატარს შორის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში, ყატარის სამხედრო ბაზას, თურქი ჯარისკაცების ახალი შემადგენლობა შეუერთდა.
თურქი ჯარისკაცები, ადგილობრივ სამხედროებთან ერთად, წვრთნებს გაივლიან და ერთმანეთს სამხედრო გამოცდილებას გაუზიარებენ.
2014 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, თურქეთმა ყატარის ტერიტორიაზე სამხედრო ბანაკი პირველად ააშენა.
თურქეთი ყატარში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას 3000-მდე გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები