მოსკოვში, საკონდიტრო ქარხნის ყოფილმა მფლობელმა, ბიზნეს-ოპონენტი მოკლა

მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი საკონდიტრო ქარხნის ყოფილმა მფლობელმა, თავისი ბიზნეს-ოპონენტი მოკლა, ინფორმაციას სააგენტო „rt.com“ ავრცელებს.
საკონდიტრო ქარხნის ყოფილმა დირექტორმა, თავისი ბიზნეს-ოპონენტი, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით, ქარხანაში მოკლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის დროს, ყოფილმა ბიზნესმენმა მძევლებიც აიყვანა, თუმცა, პოლიციამ მსგავსი ინფორმაცია არ დაადასტურა.
სამართალდამცველების განცხადებით, დაშავებულია კიდევ 2 პიროვნება.
რადიო სადგური „Business FM“ დამნაშავეს დაუკავშირდა და სროლის მიზეზი ჰკითხა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას არაკანონიერად ჩამოართვეს ქარხანა, რომლის გულისთვისაც, 4 წელია იბრძვის.
საკონდიტრო ქარხნის ყოფილ მფლობელს სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს, მიმდებარე ტეროტორია კი ბარიკადებით გადაკეტეს. პოლიციელები ამ დრომდე მის დაკავებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები