ტეხასელმა სამართალდამცველებმა, შემთხვევით, 6 წლის ბავშვი მოკლეს

ტეხასელმა სამართალდამცველებმა, მანქანის მოპარვაში ეჭვმიტანლს ცეცხლი გაუხსნეს და შეცდომით, 6 წლის ბავშვი მოკლეს. მოკლულია ასევე, ეჭვმიტანილი პიროვნება, რომლის სიახლოვეს სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოაჩინეს.
6 წლის ბავშვს, სამართალდამცველების მიერ გასროლილი ტყვია მუცლის არეში მოხვდა, საავადმყოფოში გადაყვანილი მცირეწლოვანის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
„პოლიციელების სროლის შედეგად, უდანაშაულო ადამიანები არ უნდა დაიღუპონ, საკმარისია ამდენი ტკივილი“, _ განაცხადა ტეხასელმა შერიფმა ხავიერ სალაზარმა.
ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველები, ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები