პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე უპილოტო თვითმფრინავმა თავდასხმა განახორციელა

პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე, უპილოტო თვითმფრინავმა თავდასხმა განახორციელა, შედეგად კი ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ მოკავშირე დაიღუპა.
პაკისტანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია დადგინდეს, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოცემა „Reuters“ იუწყება, რომ ინციდენტი პაკისტანში მოხდა.
უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა, სამხედრო მებრძოლ ჯამუდინის ლიკვიდაციისკენ იყო მიზანმიმართული, ინფორმაციას პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ.
უპილოტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, აშშ-ს ეკუთვნოდა, თუმცა, მისი წარმომავლობა ამ დრომდე გაურკვეველია, _ აღნიშნეს პაკისტანის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები