რამზან კადიროვს სოციალური ქსელები დაუბლოკეს
„როსკომნადზორმა“ „Facebook“-ს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც უწყება ითხოვს, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ახსნას, თუ რატომ დაუბლოკეს ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს „Facebook“-ის და „Instagram“-ის ოფიციალური ანგარიშები.
როგორც ირკვევა, 23 დეკემბერის შემდეგ, კადიროვის ანგარიშები ამ სოციალურ ქსელებში მიუწვდომელია. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმაც გააკეთა კომენტარი და მომხდარს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და საშიში პრეცედენტი უწოდა.