კენიაში ნარკოდანაშაულისთვის ვენესუელას მოქალაქე ქალბატონი დააკავეს

ვენესუელას მოქალაქე ქალბატონი, სამართალდამცველებმა კენიის ქალაქ ნაირობში, კენიატას საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
პოლიციამ ქალბატონის ჩხრეკისას, 2,8 კილოგრამი კოკაინი ამოიღო, ამ დროისთვის კი ქალბატონი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, რომელიც 2 დღეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაატარებს.
„ვენესუელას მოქალაქე ნარკოტიკების დიდი ოდენობით გადატანას ცდილობდა, მას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მუშაობაში ეჭვი არ უნდა შეპარვოდა“, _ განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ყველანი წითელი-განგაშის რეჟიმით ვმუშაობთ და ვიძლევით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები