ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. აბესაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.
„ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ, მოსამართლემ აღკვეთით არ შეუცვალა და განაცხადა, რომ აბესაძე საშიშია და მისი გარეთ ყოფნა მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას, დასკვნაშიც ასახულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულება, რომ ოთარ აბესაძეს სიცოცხლე მოუსწრაფოს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარე წლის 12 ივლისს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები