მილანში აფრიკელმა მიგრანტმა ნაძვის ხიდან ჯვრის მოპარვა სცადა

მილანში, აფრიკელი მიგრანტი, ნაძვის ხეზე ასვლას და ჯვრის მოხსნას ცდილობდა, თუმცა დამნაშავის ქმედებას სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს და დააკავეს.
ინციდენტი ქალაქის ცენტრალური სადგურის წინ მოხდა. როდესაც 21 წლის აფრიკელ მიგრანტს პოლიციამ მისი ქცევის მიზეზი ჰკითხა, მან უპასუხა რომ „ხე არ არის კარგი“.
აფრიკელ მიგრანტს იტალიაში დროებით ცხოვრების უფლება ჰქონდა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს, შემდეგ კი, არაადეკვატური მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში ფსიქიატრიული შემოწმებისათვის გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა „Vesti.ru” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები