ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გვატემალას პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გვატემალას პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და დადებითად შეხვდა იმ ფაქტს, რომ გვატემალა საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.
„ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო მეგობარო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყნები, ისრაელი და გვატემალა“ განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.
გვატემალა და ჰონდურასი ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ისრაელსა და აშშ-ს შეუერთდნენ და გადაწყვიტეს, თავიანთი საელჩოები ისრაელში გადაიტანონ.
აშშ გვატემალასა და ჰონდურასისთვის მნიშვნელოვანი წყაროა. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეუწყვიტოს დაფინანსება იმ ქვეყნებს, რომლებმაც აშშ-ის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციას ხელი მოაწერეს.
გვატემალას პრეზიდენტმა საკუთარ „Facebook” გვერდზე პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ გვატემალა საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები