ლოს-ანჯელესის სამართალდამცველებმა „2PAC“-ის მკვლელობის საიდუმლოს მიაგნეს

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინა, რომლითაც, სავარაუდოდ, ყველაზე გავლენიანი და პოპულარული რეპერი „2PAC“ მოკლეს. 2006 წელს, „2PAC“-ის მკვლელობის იარაღი, საქმის მტკიცებულებებიდან გაქრა.
სამართალდამცველების განცხადებით, რეპერის მკვლელობის იარაღი, ამჟამად ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილებაშია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავლენიანი რეპერი „Glock”-ის მარკის იარაღით იყო მოკლული. ცეცხლსასროლი იარაღი საქმის მტკიცებულებებიდან დაკარგული იყო.
შეგახსენებთ, რომ „2PAC“ აშშ-ში 1996 წელს მოკლეს, იმ დროისთვის ქვეყანაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეპერებს შორის „სანაპიროების ომი“ მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები