დედოფალმა ელისაბედ მეორემ ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.
„მაქვს პატივი, გულთბილად მივულოცო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის დედოფლის მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები