ბერლინში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისს, მანქანა შეეჯახა
ბერლინში მდებარე სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ოფისს მანქანა შეეჯახა, შედეგად მძღოლი დაშავდა.
გერმანელი სამართალდამცველების განცხადებით, მძღოლს თავის მოკვლა სურდა, თუმცა გამოძიება სხვა ვერსიებსაც განიხილავს, რადგან ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ე.წ „მოლოტოვის კოქტეილები“ და ბენზინით სავსვე ავზებია აღმოჩენილი.