თეთრი სახლი „ცუდი რუსების“ სიას კონგრესს გადასცემს

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ კრემლის ანგარიში მოამზადა, რაც რუსი მაღალჩინოსნების და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების სიას გულისხმობს. დოკუმენტს კონგრესს იანვრის ბოლოს წარუდგენენ. ამ სიის შედგენა გათვალისწინებულია კანონით „სანქციების მეშვეობით აშშ-ს მეტოქეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“, რომელსაც ტრამპმა აგვისტოში მოაწერა ხელი.
ანგარიშზე აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა უწყებები მუშაობდნენ. აღნიშნულ სიაში ჩართვა ავტომატურად სანქციების დაკისრებას არ გულისხმობს, თუმცა ამის რისკს აჩენს. მაგალითად, ბევრმა ამერიკულმა ან ევროპულმა ბანკმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ რადგან კონკრეტული ადამიანი ამ სიაშია, ესე იგი მასთან საქმის დაჭერა სარისკოა და მას თანამშრომლობაზე უარს ეტყვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები