ესპანეთის მეფემ ყოველწლიური საშობაო მიმართვა გაავრცელა

ესპანეთის მეფემ, ყოველწლიურ საშობაო მიმართვაში, კატალონიისა და ესპანეთის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს განუცხადა, რომ კონფრონტაციისგან თავი შეიკავონ.
„როგორც უკვე ვიცით, კონფრონტაციას უთანხმოებისა და გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია“,_ აღნიშნა მეფემ.
საშობაო მიმართვაში, მეფე ფელიპეს, კატალონიის „სეპარატისტული მოძრაობის“ ლიდერები არ უხსენებია. ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ, ესპანეთის მეფე კატალონიის „დამოუკიდებლობის მოძრაობას“ აპროტესტებდა, რამაც ხალხში აზრთა სხვადასხვაობა და მეფის მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა.
„ BBC“-ის ჟურნალისტის განცხადებით,“მეფის ძირითადი გზავნილი ეროვნულ ერთიანობის მნიშვნელობაზე უცვლელი რჩება, მაგრამ მისი საშობაო მიმართვა უფრო ფრთხილი და შემრიგებლურია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები