ფილიპინებში მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ჩრდილოეთ ფილიპინებში ავტოავარია მოხდა, სამგზავრო ავტობუსი მანქანას შეეჯახა, შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, 2-ზე მეტი კი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციელის განცხადებით, სამგზავრო ავტობუსის მგზავრები საშობაო წირვაზე დასასწრებად მიდიოდნენ, თუმცა, მათი მგზავრობა ტრაგიკულად დასრულდა. ასევე აღნიშნა, რომ რუმინული კათოლიკური ეკლესია, პილიგრიმებისა და კათოლიკეებისთვის საკმაოდ პოპულარული ტაძარია, სადაც ათასობით ადამიანი მოსალოცად დადის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველები ავარიის მიზეზის გარკვევას ცდილობენ.
ავტობუსის მძღოლების განცხადებით, „საგზაო მოძრაობა მოსაწესრიგებელია, დასამატებელია უსაფრთხოების სიმბოლოები. ამ ყველაფერს თუ არ გაითვალისწინებს მთავრობა, კიდევ ბევრი ავარია მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები