ცენტრალურ ფლორიდაში მომხდარ ავიაკატასტროფას, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცენტრალური ფლორიდის აეროპორტთან ავიაკატასტროფა მოხდა, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკთან ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად, 5 ადამინი დაიღუპა.
ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, აეროპორტის ტერიტორია ნისლით იყო დაფარაული და აფრენა არ შეიძლებოდა, ასევე აღნიშნეს, რომ ასაფრენი ბილიკი, რომლიდანაც სამგზავრო თვითმფრინავი აფრინდა, სამხედრო წვრთნებისთვის იყო განკუთვნილი.
ერთ-ერთი სამართალდამცველი მომხდარ ფაქტს საკუთარ „Twitter” ექაუნთზე გამოეხმაურა. „ეს არის ტრაგედია, მაგრამ უფრო ტრაგიკული ისაა, რომ ტრაგედია შობის ღამეს მოხდა“.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზი 1 კვირის განმავლობაში გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები