გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა, ორს კი გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო  დანარჩენ ორს  5-5 ათას ლარიანი გირაო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები