ინდოეთში უბედურ შემთხვევას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

„ჩრდილო ინდოეთში, მდინარეში ავტობუსის გადავარდნის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი “India Today” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა, დიდი სიჩქარის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა და ავტობუსი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოები კი შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდა მოდიმ გამოუცხადა.

„აღშფოთებული ვარ მომხდარით. ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. შტატის ხელმძღვანელობა ვითარებას აკვირდება, სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს და ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს დაშავებულებს“, – წერს პრემიერი Twitter- ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები