სან–ფრანცისკოში ტერორისტული აქტის განხორციელება იგეგმებოდა- დაკავებულია ერთი პირი

აშშ–ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სან–ფრანცისკოში ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.

ტელეკომპანია „NBC“–ს ცნობით, ტერორისტული აქტის განხორციელება შობაზე, 25 დეკემბერს იგეგმებოდა. მამაკაცი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო „შთაგონებული“.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს ბრალად წაუყენეს „მატერიალურიდა სხვა რესურსებით“ დახმარება დაჯგუფებისთვის. ამას გარდა, ეჭვმიტანილმა ტერორისტებს მიაწოდა ინფორმაცია ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილების შესახებ.

აგრეთვე, ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამის მომხრე იყო და სოციალურ ქსელებში ტერორიზმის მხარდამჭერ ინფორმაციას ათავსებდა ხოლმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები