ალმოდებული შენობის ფანჯრებიდან ადამიანები გადმოხტნენ (ვიდეო, ფოტო)

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტოები და ვიდეოკადრები სამხრეთ კორეის ქალაქ ჩეჩხონიდან, სადაც ერთ–ერთ ფიტნეს–დარბაზში ხანძარი გაჩნდა. კადრებში ჩანს, რომ ადამიანები გადარჩენას ცდილობენ, ალმოდებული შენობის ფანჯრებიდან ხტებიან და სახურავზე ძვრებიან. სულ ხანძრის დროს 29 ადამიანი დაიღუპა, 26-მა კი სხვადასხვა ტრავმა მიიღო. ხანძარი, ფიტნეს-დარბაზიდან რვასართულიან შენობას მთლიანად მოედო. ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით, მოქალაქეები მეხანძრეების მიერ, ტროტუარზე გაშლილ ტენტებზე ხდებოდნენ.
როგორც ირკვევა, თავდაპირველად, ცეცხლი იმ ავტომობილს გაუჩნდა, რომელიც შიდა პარკინგზე იყო განთავსებული. დაღუპული ადამიანების უმრავლესობა ფიტნეს-ცენტრის მეორე სართულზე იმყოფებოდა, სადაც საუნა იყო მოწყობილი. საუნაში 20 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები