„არ მჭირდება ამერიკელი პრეზიდენტი, რომ მითხრას რომელია ჩემი დედაქალაქი“-ისრაელის თავდაცვის ყოფილი ლიდერი, გაეროს მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას ეხმაურება

ისრაელის თავდაცვის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ბენი განცი, გაეროს მიერ იერუსალიმის სტატუსის წინააღმდეგ დამტკიცებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაია. ჩვენ ვიბრძოდით, ჩვენ ვკვდებოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას, რაც უნდა მოხდეს“.
„არ მჭირდება ამერიკელი პრეზიდენტი, რომ მითხრას რომელია ჩემი დედაქალაქი, მე არ ვარ აღფრთოვანებული გაეროს კენჭისყრით“, განაცხადა გენერალმა ბენიმ და აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, დიასპორის საკითხებზე, დადებითად იმოქმედებს.
2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, გენერალი განცი, ისრაელის თავდაცვასა და ღაზას სექტორში მიმდინარე თავდაცვით ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
2016 წლიდან განცი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოტენციურ კონკურენტად მოიაზრებოდა, თუმცა მან სამომავლო გეგმებზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები