ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ უკრაინაში არსებულ კონფლიქტზე ისაუბრეს. ინფორმაციას გამოცემა „kremlin.ru“ ავრცელებს.
პუტინთან საუბრისას, ანგელა მერკელმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისი განიხილა და აღნიშნა, რომ საჭიროა რუსი ოფიცრების დაბრუნება, კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივ ცენტრში.
სატელეფონო საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, უკრაინის ხელისუფლება, სხვადასხვა სახის შეზღუდვებით, მიზანმიმართულად რუს ოფიცრებს აკრიტიკებს.
გერმანელი და რუსი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სათანადო საკითხების განხილვას და რუსი ოფიცრების ცენტრში დაბრუნების შესაძლებლობას გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები