ათენში აფეთქება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა

ათენში სააპელაციო სასამართლოსთან აფეთქება მოხდა, სამართალდამცეველების განცხადებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევამდე, ორმა ბერძნულმა მედია საშუალებამ, მოსალოდნელი აფეთქების შესახებ, შეტყობინება მიიღო.
სამართალდამცველებმა შენობის გარეთ ჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი მასალები იყო მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, სამართალდამცველები ვიდეოთვალით დაფიქსირებულ ვიდეომასალას ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები