ავღანეთში თვითმკველი ტერორისტის თავდასხმას პოლიციელების სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად 6 სამართალდამცველი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. პოლიციის უფროსის გენერალ აბდულ რაზიკმის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი „Humvee”-ის ტიპის სამხედრო მანქანას მართავდა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო სავსე. მისი განცხადებით, თვითმკვლელ ტერორისტს პოლიციის შენობაზე სურდა თავდასხმა, თუმცა, აფეთქება უბნის შესასვლელთან მოხდა.
მომხდარ ფაქტზე პასუხიმგებლობა, ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები