გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 128 ქვეყანა, ტრამპის გადაწყვეტილების, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების, წინააღმდეგ წავიდა, 9 ქვეყანა ტრამპის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, 35-მა კი ნეიტრალური მდგომარეობა დააფიქსირა.
გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოებს მკაცრი გაფრთხილება გააცნო -„თქვენ ნახავთ განსხვავებას, როგორ შეხედავს ამერიკა გაეროს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც ჩვენს წინააღმდეგ რეზოლუციას ხმას მისცეს, ეს ხმა გაახსნედებათ.“
ნიკი ჰეილი გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებას საკუთარ „Facebook” გვერდზეც გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა იმ 9 ქვეყანას, რომლებმაც აშშ-ის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს მიიღო და აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო იერუსალიმში გადაინაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები