სამხრეთ კორეაში გაჩენილ ხანძარს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩეჟონში, ფიტნესდარბაზს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად, შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს, მისი განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა მეორე და მესამე სართულზე მდებარე საერთო აბანოში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ავტოსადგომიდან გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები