ნარკომოვაჭრეები და მკვლელები სოციალური ქსელების მომხმარებლების თვალწინ სიკვდილით დასაჯეს (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ ლუფენის სტადიონზე 10 ადამიანი სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს. მათ ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა, ძარცვა და მკვლელობები ედებოდათ, განაჩენი ათიათასობით ადამიანის თვალწინ გამოცხადდა.
ბრიტანული პრესა იუწყება, რომ სიკვდილით დასჯის სანახავად, მრავალი ათასი ადამიანი მივიდა. ისინი სტადიონზე სოციალური ქსელების მეშვეობით მიიწვიეს. დამნაშავეები ადგილზე სათითაოდ მიჰყავდათ, უკითხავდნენ განაჩენს, შემდეგ კი ხვრეტდნენ. ჩინური მედიის ცნობით, შეკრებილები პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი და ვიდეოზე, რომელიც ამ ღონისძიებას ასახავს, ხალხის გახარებული შეძახილებიც ისმის.
ეს უკვე მესამე საჯარო სიკვდილით დასჯის ცერემონიაა, რომელიც ჩინეთში ამ წლის ივნისის შემდეგ გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამის მიზანი ადამიანებში დანაშაულის ჩადენის მიმართ, ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. ჩინეთში სიკვდილით დასჯა ორი მეთოდით ხდება, ერთია დახვრეტა, ხოლო მეორე სასიკვდილო ინექცია. ასეთ ინექციებს თაღლითებს და მექრთამეებს უკეთებენ, ხოლო დახვრეტას, ძირითადად, ნარკომოვაჭრეებს და მკვლელებს უსჯიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები