მექსიკაში 6 ადამიანი მოკლეს, გვამები კი, სხვადასხვა ხიდზე ჩამოკიდეს

მექსიკელმა პოლიციელებმა, ქვეყანაში მდებარე 3 სხვადასხვა ხიდზე ჩამოკიდებული, 6 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, სამართალდამცველები მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე არ საუბრობენ.
როგორც ადგილობრივები იუწყებიან, მკვლელობა, შესაძლოა, რომელიმე ნარკოდილერების ჯგუფმა განახორციელა, რომლებსაც ქვეყანაში თავის დამკვიდრება და კონკურენტების დაშინება სურთ.
სამართალდამცველებმა ხიდზე ჩამოკიდებული 2 გვამი, ლოს–კაბოსის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს აღმოაჩინეს. აეროპორტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 2017 წელს, ლოს–კაბოსის აეროპორტი დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს მოემსახურა. ლოს–კაბოსი მექსიკაში ერთ-ერთი წარმატებული ტურისტული ადგილია.
ადგილობრივი სამართლდამცველების განცხადებით, მექსიკაში ძალადობისა და მკვლელობის ფაქტები, ბოლო წლის განმავლობაში, გახშირდა. რამდენიმე თვის წინ, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდა, შედეგად, 12–მდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები