კატალონიელები დღეს ახალ მთავრობას აირჩევენ

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კატალონიაში დღეს იმართება, რომლის უსაფრთხოებას 13 000 პოლიციელი იცავს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დამატებით 2000 სამართალდამცველია მობილიზებული.
წინასწარი მონაცემებით, კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან, ძირითადად 2 პარტია ლიდერობს. კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, საარჩევნო მარათონის მიხედვით, მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი პარტია“მოქალაქეები“ ლიდერობს.
კარლეს პუჩდემონი ამჟამად ბელგიაში იმყოფება, მან აღნიშნა, რომ არჩევნებს მოიგებს, კატალონიაში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის მთავრობამ, ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ რეზოლუციას, ხელი ოქტომბერში მოაწერა. კატალონიელებმა დამოუკიდებლობა მოითხოვეს და ესპანეთის მთავრობას, ბრძოლა საპროტესტო აქციებით გამოუცხადეს.
ესპანეთის საკონსტიტუცია სასამართლომ, კატალონიის დამოუკიდებლობა უკანონოდ ცნო და კატალონიის ყოფილი ლიდერს და მთავრობის 7 მაღალჩინოსანს, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისა და ამბოხის ბრალდებით, პატიმრობა 2 ნოემბერს შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები