იერუსალიმზე გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყნებს, ტრამპი აშშ-ის დაფინანსებას შეუწყვეტს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა ფინანსური დახმარება უნდა შეუწყვიტოს იმ ქვეყნებს,რომლებიც გაეროს რეზოლუციაზე დაუჭერენ მხარს.
Reuters-ის ცნობით, რეზოლუცია იერუსალიმის ისარელის დედაქალაქად აღიარებას გმობს.

“ყველა ეს სახელმწიფო ასობით მილიონ დოლარს იღებს ჩვენგან, შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ხვალ გენერალურ ასამბლეაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აუქმებს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ.

18 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მ იერუსალიმთან დაკავშირებით რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუციის პროექტით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და დონალდ ტრამპს მოუწოდებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.ეს პროექტი, რომელიც პალესტინამ მოამზადა, უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ შეიტანა.

რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.

8 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები