გერმანიაში „თალიბანის“ 21 წლის წევრი დააკავეს

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ წევრობის ბრალდებით, 21 წლის ავღანელი დააკავა.
ეჭვმიტანილი ტიურინგიის მიწის კრიმინალური და ფედერალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, გუშინ იქნა დაკავებული. პროკურატურის ინფორმაციით, ჯაბარ ნ. 2011 წელს ავღანეთში „თალიბანს“ მიემხრო და 2015 წლამდე პოლიციის და ჯარის წინააღმდეგ გამართულ მინიმუმ 30 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს მან ქვეყანა დატოვა, ირანის, თურქეთის და საბერძნეთის გავლით კი, გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები