ამერიკელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის მიწისქვეშა კომპლექსში, სამხედრო წვრთნები განახორციელეს

აშშ-ის არმიის ქვედანაყოფებმა, სპეციალური მომზადება ჩრდილოეთ კორეის მიწისქვეშა კომპლექსებში დაიწყეს.
ამერიკელმა სამხედროებმა სამხედრო წვრთნები სიბნელეში ნავიგაციისთვის, ღამის ხედვის სათვალეებით განახორციელეს.
არსებობს ვარაუდი, რომ ჩრდილოეთ კორეას, 6000- დან 8000-მდე მიწისქვეშა ობიექტები აქვს, რომლებიც მიზნად ისახავს საომარი მდგომარეობის დროს ქვეყნის მოსახლეობის ევაკუაციას. ამერიკელი ექსპერტების შეფასებით კი, ჩრდილოეთ კორეაში არსებული ათასობით სხვადასხვა მიწისქვეშა ნაგებობა, შესაძლოა ბირთვული და ქიმიური იარაღების შესანახად გამოიყენებოდეს, თუმცა მათ ამ ფაქტის არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. ინფორმაციას გამოცემა „life.ru“ ავრცელებს.
აშშ-ში ვარაუდობენ, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები პარტიზანული ომის ტაქტიკას გამოიყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები