აშშ-ის პრეზიდენტი ბრიტანეთში ვიზიტს განახორციელებს

ბრიტანული გამოცემის „dailymail.co.uk“-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „სამუშაო ვიზიტზე“ ისაუბრეს, რომლის მიხედვით გადაწყდა, რომ ტრამპი ბრიტანეთში ვიზიტს თებერვლის ბოლოს განახორციელებს, თუმცა, დედოფალ ელიზაბეტს არ შეხვდება.
ბრიტანეთში, ტრამპის ვიზიტის დროს, აშშ-ის საელჩოს ახალი შენობა გაიხსნება.
მიუხედავად იმისა, რომ ტერეზა მეიმ ტრამპის ანტიმუსულმანური პროპაგანდა დაგმო და მისი გადაწყვეტილება იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით, გააკრიტიკა, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ბრიტანეთში მაინც განხორციელდება.
ლონდონში ტრამპის ვიზიტს უამრავი ადამინი აპორტესტებს, მილიონამდე ადამიანმა კი, ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ, პეტიციას ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები