კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს (ვიდეო)

კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრიანის ნაციონალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქე ქალაქ ვორზელის მცხოვრებისთვის, ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების გამო იძებნებოდა.

დაშავებულის ჩვენებების საფუძველზე, დამნაშავის ფოტორობოტი შეადგინეს. მას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უკრიანის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 49 წლის მამაკაცი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. 2014 წელს კი, უკრაინაში სასამართლომ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2016 წლის სექტემბერში ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები