ლევან იზორია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი საჰაერო სივრცე მეტად დაცული იყოს

0

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად ანტისაჰაერო სისტემა დაასახელა და აღნიშნა, რომ ფრანგ კოლეგებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.

როგორც მან აღნიშნა, ტექნიკური აღჭურვილობა უკვე საქართველოშია.

„წლის განმავლობაში გახლდით პარიზში, მქონდა შესაძლებლობა, ადგილზე მენახა ქარხნებში თალესსა და ემბიდიესში ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც შევიძინეთ. უკვე ეს ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოშია, აქედან გამომდინარე, პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს მეტად დაცული და გვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა გავაგრძელოთ ფრანგ კოლეგებთან ერთად“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი