“მას შემდეგ, რაც ჩვენ BBC-ის ვუჩივლეთ, ყველა მხარე, რომელიც ამ სიბინძურეში მონაწილეობს, უფრო მეტად ფრთხილად იქნება განცხადებებში” – ნინო წილოსანი

“მას შემდეგ, რაც ჩვენ BBC-ის ვუჩივლეთ, ყველა მხარე, რომელიც ამ სიბინძურეში მონაწილეობს, უფრო მეტად ფრთხილად იქნება განცხადებებში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა

კერძოდ, წილოსანმა „საიას“ სარჩელზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით”, სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს.

„ვხედავთ, რომ „საიას“ შემთხვევაში, მათ სარჩელში, კამიტი აღარ არის ხსენებაში. როდესაც სარჩელზე და სამართლებრივ პროცედურებზე მიდგება საქმე, ისინი სრულიად განიარაღებულები არიან, რადგან არანაირი არგუმენტი მათ მხარეს არ არის“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები