გეკა გელაძე – საია-ს სარჩელზე: მთავარი იარაღი არის სიმართლე; არ გვაქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის არის საშიში

„მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ არათუ გამოყენებული, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი, ასეთი ნივთიერება არასდროს არ შეუძენია”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე აცხადებს.

კერძოდ, მინისტრი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს.

“გაქრა ეს ცილისწამება, ვერ შედგა და, ალბათ, ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას, ამაზე საუბარი არასერიოზულია.

გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გააჟღერა, რაც იყო გამოყენებული, საერთაშორისო პრაქტიკა რაც არსებობს. ჩვენ რა ნივთიერებებიც გვაქვს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება მსგავსი ნივთიერების გამოყენება. არც გვაქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის არის საშიში“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები