“განათლების რეფორმაზე დებატებისას არაფრისმთქმელი, უარგუმენტო წინადადებები და პროტესტის მცდელობები მოვისმინეთ” – დავით მათიკაშვილი

“განათლების რეფორმაზე დებატებისას არაფრისმთქმელი, უარგუმენტო წინადადებები და პროტესტის მცდელობები მოვისმინეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება სრულიად ღიაა, იმისთვის, რომ განათლების რეფორმაზე იმსჯელოს.

“ამ დროს როცა აღარ ცდილობ, რომ შენი სიმართლე ამ ფორმატში გააჟღერო, ეს ნიშნავს, რომ მართალი არ ხარ. ნაცვლად იმისა, არგუმენტები მოეგროვებინათ, აქციებს მართავენ და ფსევდოსიმართლის დამტკიცებას ცდილობენ, რაც არასწორია. საგნობრივი დისკუსიისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები