„უცხოეთიდან პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ეს არის ოქროს სტანდარტი და წესი, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს” – დავით მათიკაშვილი

“ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ევრობიუროკრატია და როგორ ცდილობს პირდაპირ აღიარებითი ჩვენებებით, კანონის გვერდის ავლით საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსებას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, სახელმწიფო მათ უპირისპირებს კანონს და ადეკვატურ ქმედებას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად.

„უცხოეთიდან პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს, ეს არის ოქროს სტანდარტი და წესი, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს. ნიღაბი აქვს ჩამოხსნილი იმ მავნე პრაქტიკას, რასაც წლების განმავლობაში USAID-ის, NED-ის მეშვეობით ეწეოდნენ, რაც თავის შინაარსში გულისხმობდა სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების გავლით „შავი ფულის“ შედინებას და ამით დემოკრატიის ნგრევას. ამის მიუხედავად, მაინც ღიად აცხადებდნენ, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, როგორ სურთ საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსება. ბუნებრივია, სახელმწიფო ადეკვატურია და საკანონმდებლო დონეზე ყველა სტანდარტს გააძლიერებს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები